დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ-ივლისში 1783 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9 პროცენტით მეტია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტმა 678 მლნ. აშშ დოლარს (18 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1105 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4 პროცენტით მეტი).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 50 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2011 წელს - შესაბამისად 34, 48 და 29 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14 პროცენტი (2011 წლის იანვარ-ივლისში - 20 პროცენტი). 2012 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 13 პროცენტით შემცირდა.