2012 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1588 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29 პროცენტით მეტია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 223 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1365 მლნ. აშშ დოლარი (32 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 16 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი.
2011 წლის იანვარ-ივლისში - შესაბამისად 25, 17 და 28 პროცენტი.
ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 37 პროცენტი (2011 წლის იანვარ-ივლისში _ 33 პროცენტი).