„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯაბა სამუშია ნაძალადევის რაიონში ლოტკინის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
ჯაბა სამუშიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ლოტკინის მოსახლების ძირითად პრობლემას უმუშევრობა და კომუნალურ გადასახადებზე მაღალი ტარიფების დაწესება წარმოადგენს.
„დღეს შევხვდი ლოტკინის მოსახლეობას და მოვისმინე მათი გასაჭირი. უმუშევრობის კუთხით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელფასის სახით 12 ლარს იღებენ და სახელწიფო ასეთ ადამიანებს დასაქმებულად თვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველი თვის ბოლოს თითოეული ოჯახის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი თანხა უსამართლოდ გაზრდილი ტარიფების გადასახადში მიდის. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას ხიდებისა და ლაზიკის მშენებლობის ნაცვლად რეალურად იზრუნოს ხალხის გასაჭირზე.