2012 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია;
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 1352 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 4409 მლნ. აშშ დოლარს (19 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ივლისში 3057 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.