„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანის მე 7-ე მიკრო რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
"აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გლდანი განსხვავდება წინა 5 წლის წინანდელი გლდანისგან, მაგრამ რჩება პრობლემებიც და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ის სოციალური პრობლემები, რომელიც არსებობს წარსულში დარჩეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ თითოეულ ოჯახში შევიტანოთ მეტი სარგებელი", - განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.