კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მერაბ ჯანელიძეს რაიონის მთავარ ექიმად დაბრუნება შესთავაზა. როგორც კალაძემ დღეს "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერაბ ჯანელიძე ძლიერი სპეციალისტია.
"ოქტომბერში როდესაც ხელისუფლებაში მოვალ ჯანელიძე აუცილებლად სამტრედიის რაიონს დაუბრუნდება, როგოც მთავარი ექიმი. ეს არის ჩემი შეთავაზება და თუ ამ ადამიანის თანხმობა იქნება, მზად ვართ რომ ის რაიონის მთავარი ექიმი იყოს. რამოდენიმე წლის წინ ის იყო სამტრედიის რაიონის მთავარი ექიმი, რომელიც მოხსნეს და გააგდო "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაიონიდან თბილისში და ახლა წარმოადგინეს როგორც "ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად", - აცხადებს კალაძე.
პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის მაჟორიტარ დეპიტატობის კანდიდატად 23 აგვისტოს მერაბ ჯანელიძე ოფიციალურად წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები