უბედურ შემთხვევას ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 37 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 37 წლის სულიკო ამირხანოვი ტყეში შეშის მოსაჭრელად იმყოფებოდა, რა დროსაც ხე დაეცა.
ხის დაცემის შედეგად მან სიცოხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
გარდაცვლილი ტყეში მეგობრებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში იპოვეს.