"პროგრესბანკის" ორი თანამშრომელი დააკავეს, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული" ოცნების ლიდერმა და ბანკის მფლობელმა კახა კალაძემ საგანგები ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულია ბანკის მოლარე და კრედიტოფიცერი. როგორც კალაძემ აღნიშნა, სამართალდამცავები მათ ერთ-ერთ სასესხო ხელშეკრულებას ედავებიან, რომლის თანახმად ბანკმა 80 ათასი ლარის ოდნობის სესხი გასცა.
კახა კალაძე ბანკის თანამშრომლების დაკავებას მის მიმართ პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ბოლოდ დღეებისა და კვირეების გამავლობაში ხელისუფლება ძალიან გაქტიურებულია მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.
"მოხდა პროგრესბანკის ორი თანამშრომლის დაკავება. ერთ-ერთ მათგანს, მე კონკრეტულად არ ვასახელებ ამ ადამიანის სახელსა და გვარს, იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ჯერ კიდევ, ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კერძოდ პორკურატურაში, დაჟინებით სთხოვდნენ, მიდიოდა მუქარა და ზეწოლა ამ პიროვნებაზე, რომ დაესახელებინა ჩემი სახელი და გვარი თითქოს ოპერაცია, რომელიც ბანკში ჩატარდა, ჩვეულებრივი საბანკო ოპერაცია. ამ ოპერაციასთან აქვთ, რაღაც პრობლემა სამართალდამცავებს, თითქოს ეს იყო ყველაფერი ჩემი დავალებით და ეს უნდა ეთქვა ამ პიროვნებას", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დაკავებულმა სასამართლო პროცესზე ღიად დააფიქსირა, რომ მასზე მიდიოდა ძალიან დიდი მუქარა და ზეწოლა, რომ მას დაესახელებინა მისი სახელი და გვარი, თითქოს საბანკო ოპერაცია მისი დავალებით შესრულდა.
"ბანკში ყველა ოპერაცია, რომელიც გაკეთებულია ბანკის დაარსებიდან დღემდე, ყველაფერი არის კანონის ფარგლებში. ეს ძალიან კარგად იცის ეროვნულმა ბანკმა, რომელიც თვეებია ბანკში იმყოფებიან. შემოვიდინენ იმის შემდეგ, რაც მე თანადგომა გამოვთქვი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. სულ რამდენიმე დღეში შემოვიდნენ ბანკში ორი კვირის განმავლობაში უნდა შეემოწმებინათ და დღემდე ბანკში იმყოფებიან. რას აკეთებენ და რას სჩადიან ყველასთვის გასაგებია. ისინი შემოვიდნენ არა ბანკის შესამოწმებლად, არამედ პირადად ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შესამოწმებლად", - განაცხადა კალაძემ.