ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს.
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით მიესალმება ისრაელის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარების შესახებ, რის თაობაზეც ისრაელის ელჩმა აცნობა ნინო კალანდაძეს და გადასცა შესაბამისი ოფიციალური ნოტა.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.