საბერძნეთი მზადაა დაუსახლებელი კუნძული გაყიდოს ან იჯარით გასცეს, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონიოს სამარასმა გააკეთა. აღნიშნულ ქმედაბას ქვეყანა დამატებითი შემოსავლების გენერირებისთვის აპირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მიწის გასხვისება საბერძნეთის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის უკან დონორებმა საბერძნეთს მოუწოდეს, რომ ბიუჯეტის გასაზრდელად სახელმწიფო ქონების გაყიდვის პროცესი განეხორციელებინათ, რამაც ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გეორგიუს პაპანდრეულს აღშფოთება გამოიწვია და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ასეთი ტრანზაქციები კანონმდებლობით აღკვეთილიყო.