დღეს, 23 აგვისტოს, 12:00 საათზე „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განცხადებას შეიტანს.
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მოითხოვს, სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარის ხარჯვისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში გაწეული ხარჯების ანგარიშს; ასევე მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული ხელფასებისა და პრემიების რაოდენობის თაობაზე ინფორმაციას.