უწყებათაშორისი კომისია "ქართული ოცნების" ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებათაშორისი კომისიიდან აცნობეს, უწყებათაშორისი კომისიამ შეისწავლა კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების ბრალდება თითქოსდა სახელმწიფოს კუთვნილი სპეციალური სამანქანო დანადგარით ქართული ოცნების მხარდამჭერების მიმართულებით „მომწამვლელი ხსნარი" მიაფრქვიეს. ქართული ოცნების წარმომადგენელთა ცნობით, აღნიშნული შემთხვევა წალენჯიხის რაიონის სოფელში მოხდა.
"კომიიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ბრალდება საფუძველს მოკლებულია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ამ რეგიონში ახორციელბდა გავრცელებული თეთრი (ამერიკული) პეპლის წინააღმდეგ გეგმიურ წამლობას ნათესების დაცვის მიზნით. დაგეგმილი წამლობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა წინასაწრ იყო გართხილებული რაც არის დამკვიდრებული პრაქტიკა დასავლეთ საქართველოში. ვიდეო მასალა, რომელიც ქართულმა ოცნებამ კომისიას მიაწოდა ადასტურებს, რომ წამლობა სავალი გზის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობდა - მსგავსი პრაქტიკა მთელს რეგიონში აპრობირებულია - და არავითარ მიზანმიმართულ შეშხურებას იქ შეკრებილთა მიმართ ადგილი არ ჰქონდა. წამლობისას გამოყენებული პრეპარატი უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით მათთვის ამერიკული პეპლების საწინააღმდეგო გაზით მოწამვლის შედეგად არავის მიუმართავს", - იტყობინება უწყებათაშორისი კომისია.