ახმეტაში სტუდია GNS-ის ჟურნალისტს სცემეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სტუდიის ჟურნალისტმა ნინო ჯაფარიძემ აცნობა.
მისი თქმით, სტუდიის გადამღები ჯგუფი ახმეტაში იმყოფებოდა და ხე-ტყის უკანანო ჭრასთან დაკავშირებით სიუჯეტს აკეთებდა.
"გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ნაცემია ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი. თავდამხმელთა ვინაობა ამ დროისთვის უცნობია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნინო ჯაფარიძემ.