„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია ავჭალის მოსახლეობას შეხვდა და შემდეგ რამოდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.
შეხვედრისას, ინგა გრიგოლიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში ხალხს ყველა დანაპირების შესრულებას შეჰპირდა.
გრიგოლიას განცხადებით, გიორგი თარგამაძის გუნდი გამოისყიდის „ენერგო პროსა" და „თელასს", რაც მოსახლეობა შეუმსუბუქებს ტარიფების გადასახადს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს იმისათვის, რომ დეტალურად გავეცნოთ ჩვენი ხალხის პრობლემებს. სააკაშვილს კი ვურჩევ დროულად მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და რეალობას თვალებში ჩახედოს", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.