ხვალ, 23 აგვისტოს, 18 წლის "შავფაროსნის", გარდაცვლილ გიორგი ლალიაშვილის ოჯახის წევრები და "შავფაროსნები" ბათუმის ბულვართან საპროტესტო აქციას გამართავენ . ისინი ლალიაშვილის მკვლელობიდან ერთი წლის თავზე მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს "შავფაროსნების" ოფისიდან აცნობეს, მოკლულის მამა და მეგობრები ბათუმის პოლიციას საქმის გაყალბებასა და მკვლელობის მონაწილეების მფარველობაში ადანაშაულებენ.
"შავფაროსნების" განცხადებით, ხუთი თავდამსხმელიდან, რომლებმაც 18 წლის შავფაროსანს კასტეტებით სცემეს, შემდეგ კი დანა დაარტყეს, თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთს, ლევან ნინუას შეუფარდეს. ჩხუბის სხვა მონაწილეების წინააღმდეგ კი, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, უფრო მეტიც, სასამართლო პროცესებზე ისინი მოწმის სტატუსითაც არ დაუკითხავთ, რადგან ვიღაც მფარველობდა.