„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები პარტიის სათაო ოფისში ეუთო-ს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბარი წინასაარჩევნო გარემოს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და და ქვეყანაში ამ კუთხით მიმდინარე მოვლენებს შეეხო.
ქდმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი ეუთო-ს სადამკვირვებლო როლი უმნიშვნელოვანესია.
„მთავარი არის ის, რომ საეთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ადგილობრივი უწყებათაშორისი კომისია ხედავდეს იმ კონკრეტულ საჩივრებს, რომლებიც საარჩევნო უბნებში ფიქსირდება. ასევე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კუთხით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო საქმიანობა, რადგან „ქართული ოცნების" მხრიდან არსებობს ტოტალური ფინანსური დაპირება." - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.