წალენჯიხაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტომ განცხადება გაავრცელა.
განცხადებს ტექსტს უცვლელად გვათავზობთ:
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საშიში საკარანტინო მავნებლების - თეთრი პეპლის მეორე თაობის წინააღმდეგ გეგმიურ წამლობას ახორციელებს.
წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარის მეშვეობით ხორციელდება. ღონისძიებამდე 1 დღით ადრე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენელები მოსახლეობას დაგეგმილი წამლობის შესახებ აფრთხილებენ.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით კობერიძიმ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 22 აგვისტოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წალენჯიხაში დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია 21 აგვისტოს მიეწოდა. ამასთან, გაფრთხილება კიდევ ერთხელ უშუალოდ წამლობის დაწყების წინაც მოხდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხოა.
მასალის გამოყენების პირობები