ხვალ, 23 აგვისტოს, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "თელასში" განმარტავენ, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
10-დან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო სარემონტო სამუშაოების გამო 11-დან 18 საათამდე - ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10-დან 14 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის, ხოშარაულის, აგლაძის, სტანისლავსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან16 საათამდე - წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11-დან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ხორნაბუჯის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11-დან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მირიან მეფის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან14 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის გურამიშვილის, წყნეთის და ახალდაბის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11-დან 18 საათამდე- ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 17 საათამდე - ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10-დან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10-დან 15 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.