კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას 41 ნიმრით გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, არაჩევნებს არა ნომრები არამედ პოლიტიკოსები იგებენ. ფანჯიკიძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ნომრის შეცვლით კოალიციას ფინანსური ზარალი მიადგა, ახალ ნომერს სიხარულით ხვდებიან.
"არჩევნებს ამ ნომრითაც მოვიგებთ და ეს მის შედეგებზე არ იმოქმედებს. აზრი არ აქვს მიმვმართოთ სასამართლოს, რადგან იგი მაინც უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება უკვე დაბეჭდილ სააგიტაციო მასალას, გამომდინარე იქიდან, რომ ბლოკს ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, "ქართული ოცნების" აქტივისტები დაბეჭდილ 7-იანს 41 ნომრად თავად გადააკეთებენ", - აცხადებს ფანჯიკიძე.
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" საარჩევნო ნომრად 7-ის ნაცვლად 41 მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები