თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"თბილისის მერიიდან აცნობეს, მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიის მიერ, მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც მარშალ გელოვანის გამზირზე. 25 აგვისტოს ჩათვლით გადაადგილება შეზღუდულია.
მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ბაქრაძის ქუჩის გავლით ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. მარშალ გელოვანის გამზირზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.