ახლაც წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეული თქვენგანის ძალიან გრძელვადიანი მომავალი და ძალიან გთხოვთ, ეს არავის არ გადააბაროთ, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში, Summer Job-ის მონაწილე სტუდენტებს.
პრეზიდენტმა ასევე უთხრა სტუდენტებს, რომ ანაკლიაში იმისთვის არ ჩასულა, რომ რომ რომელიმე პარტიის აგიტაცია აწარმოოს.
"მაგრამ მე, როგორ პრეზიდენტმა, მინდა მოგმართოთ, რომ ახლაც წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეული თქვენგანის ძალიან გრძელვადიანი მომავალი და ძალიან გთხოვთ, ეს არავის არ გადააბაროთ და არავის გადასცეთ ხელში. თქვენს მაგივრად არავის მისცეთ საშუალება, რადგან ყევლაზე მეტ ხანს, თქვენ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში. ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რომ შემდეგი 70-80 წელი გვქონდეს სანანებელი, რომ ჩემი ბედი ვინმემ გადაწყვიტა. 150 წელი ვერ შეგპირდებით, მაგრამ 100 წლის შემდეგ დისკოტეკაზე აქ ანაკლიაში შეგვხვდებით აუცილებლად", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.