„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ხაჩირაშვილი გლდანში მდებარე ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრ „მედ-კაპიტალს" ესტუმრნენ და კლინიკის პერსონალს სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამაზე გაესაუბრნენ. დაზღვევის ახალი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და ის პენსიონერების, სტუდენტებისა და 5 წლის ასაკის ჩათვლით, ბავშვთა დაზღვევას ითვალისწინებს.
გიგი უგულავა დაინტერესდა კლინიკაში დაზღეულ პაციენტთა რაოდენობით და თუ რამდენად მზადაა დაწესებულება დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობას დროული მომსახურება შეთავაზოს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, გიგი უგულავა და ნიკო ხაჩირაშვილი გლდანის მე-8 მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდნენ. გიგი უგულავამ ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, სიტყვით მიმართა და ნიკო ხაჩირაშვილს საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა