სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია აქტიურადაა ჩაბმული თანამშრომელთა უწყვეტი სწავლების პროცესში.
ივლისის დასაწყისში ლაბორატორიის მიმღები განყოფილების სპეციალისტებმა მონაწილება მიიღეს კომპანია , ,Battelle" მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში. ივლისის პირველ კვირას თბილისში ჩატარდა განმეორებითი სწავლება საველე სადგურების თანამშრომლებისთვის, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა ნიმუშების მიღება-დამუშავება, შეფუთვასა და საველე სადგურიდან ცენტრალურ ლაბორატორიაში ტრანსპორტირებაზე. ნიმუშების სწორად აღება-დამუშავებასა და ტრანსპორტირებაზე დამოკიდებულია შემდგომი კვლევის სიზუსტე, საიმედოობა და ეფექტურობა. სწავლება გაგრძელდებაა ქუთაისის და ახალციხის ეპიდემიოლოგიური მოიტორინგის სადგურების პათ მასალის მიმღები, პათომორფოლოგიისა და პარაზიტოლოგიის განყოფილების სპეციალისტებისთვისაც. კერძოდ, 14-16 ივლისს ლაბორატორიის მიმღები განყოფილებისა და ,Battelle" სპეციალისტები ეწვივნენ ახალციხის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურს და სამუშაო ადგილზე ჩაატარეს მონიტორინგი ნიმუშების მიღებასა და დამუშავების პროცესზე და მისცეს საჭირო რეკომენდაციები.