საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში დღეს დოღს დაესწრო, შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა და მათ ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბახმარო ზაფხულში საკმაოდ მიმზიდველი კურორტია და სულ მალე მას ზამთარშიც ეყოლება დამსვენებელი.
პრეზიდენტმა მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო და განაცხადა, რომ ახლო მომავალში ბახმაროში სათხილამურო ტრასაც გაკეთდება.