დღეს სამტრედიის რაიონის სოფელ დაბა კულაში, "ქართული ოცნების" აქტივისტი სერგო კიღურაძე დააკავეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახა კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სერგო კიღურაძე დაბა კულაში, ბიძასთან სტუმრად იმყოფდებოდა.
"პოლიცია სერგო კიღურაძის ბიძის სახლში შევარდა, დაარბიეს სახლი. ნაცემია ოჯახის დიასახლისი, რომელსაც კბილები აქვს ჩამტვრეული. სერგო კიღურაძე კი დააკავეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩრდილელმა.
მისი თქმით, სამტრედიის პოლიციის უფროს ზვიად ობოლაძის კარიერა აგებულია ძმები კუბლაშვილების პარალელურად.
"იგი კუბლაშვილების უახლოესი მეგობარი და ნათესვია. ის სამტრედიის რაიონში ატარებს პოლიტიკურ რეპრესიებს. ქართული ოცნების აქტივისტებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ის გათამამებული და წაალისებულია სპორტის მინისტრის ლადო ვარძელაშვილის სამრედიაში ჩამოსვლით, რომელის ვზიტის მიზანი უცნობია. ასევე სამტრედიაში იყოფება მთავარი ზონდერი გია უდესიანი და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ნამგალაური", - განაცხადა ჩრდილელმა.
ჩრდილელი მივმართავს დიპლომატიურ კორპუსს მეტი გულისყურით მოეკიდონ სამტრედიის რაიონს.
"ასევე მივმართავ უწყებათაშორის კომისიას, განასკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამტრედიის რაიონს. მინდა გითხრათ, რომ კანონისა და ხალხის წინაშე ყველა აგებს პასუხს ვინც ხალხს ატერორებს",- განაცხადა ჩრდილელმა.