A/H1N1 ვირუსის სიმპტომებით 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, თუმცა სიმპტომები, რაც პაციენტს აღენიშნებოდა, ე.წ. ღორის გრიპისთვის არის დამახასიათებელი.
მამაკაცი ქალაქის მე-5 საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად 40 ადამიანს დაუდგინდა. მთლიანად ქვეყანაში კი გრიპის ამ სახეობის სულ 1 300-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.