"ქართული ოცნების" გურიის ახალგაზრდული მოძრაობის წევრების ინფორმაციით, პოლიციამ ბახმაროში "ქართული ოცნების" არც ერთი მანქანა არ შეუშვეს.
ახალგაზრდული მოძრაობის წევრების თქმით, ბახმაროს ფერიცვალების სახელობის ტაძარში მოსალოცად მიდიოდნენ, თუმცა ოლიციამ გააჩერა, გამოიძახა სპეცრაზმი და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
მისივე განმარტებით, ბახმაროში ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან პოლიციელები და სპეცდანიშნულების რაზმის 60-მდე თანამშრომელი.
"ჩვენ ვერიდებით, რომ რაღაც არ მოხდეს და უკან, ლანჩხუთში ვბრუნდებით. უკვე მანქანებში ვსხედვართ, ჩვენს უკან კი, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები დგანან", - აცხადებენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები.