"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ეკლესიის მრევლთან და საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთად ფერისცვალების სადღესასწაულო წირვას დაესწრო. წირვის შემდეგ ზაზა გაბუნია სოფელ ფონიჭალაში მცხოვრებ თაბორიძეების რვაშვილიან ოჯახს ესტუმრა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
"პირველ რიგში მინდა ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის ამ მშვენიერი ტაძრიდან მივულოცო ყველა კრწანისელს და საქართველოში მცხოვრებთ ფერისცვალების დიდი დღესასწაული და ვუსურვო მათ მშვიდობა და კეთილდღეობა.
დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ფონიჭალაში, თაბორიძეების რვაშვილიან ოჯახში. ეს ოჯახი ცხოვრობს ძალიან მძიმე პირობებში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მათი სარეიტინგო ქულა არის 1000 და მათი ყოველთვიური შემოსავალი არის სამასი ლარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნალურ გადასახადებზე ეხარჯებათ. ამიტომ ქრისტიან-დემოკრატების ამოცანაა, გაიაფდეს, უფრო სამართლიანი გახდეს ტარიფები, რომ აქედან დაზოგილი თანხების გამოყენება ოჯახებს სხვა საჭიროებებისთვისაც შეეძლოთ", - განაცხადა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნია კრწანისში შეხვედრებს ხვალაც გამართავს.