ნაძალადევის რაიონის ქრისტიან-დემოკრატმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯაბა სამუშიამ თემქაზე მდებარე ღვთისმშობლის შობის ტაძარი მოილოცა, რის შემდეგაც ანსუპოვების სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. ჯაბა სამუშიამ ოჯახის წევრებს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა, საყოფაცხოვრებო პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები წარუდგინა.
„მე მინდა სანზონის, ლოტკინის, ნახალოვკის, თემქის და სრულიად ნაძალადევის მოსახლეობას მივულოცო ფერისცვალება, რადგან ეს დღე უმნიშვნელოვანესია სრულიად საქრისტიანოსათვის.არჩევნების დღე უნდა იყოს ფერისცვალება სწორედ ასეთი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ამ ოჯახების კეთილდღეობაზე და არამარტო მიზერული სოციალური დახმარებით უზრუნველჰყოს არამედ სამართლიანი ტარიფები დაუწესოს მათ." - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.