შსს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს, გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარ მაგისტრალზე, მოხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. თვითმხილველთა განცხადებით, მიკროავტობუსი, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის მოქალაქის ავტომანქანას შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქის ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნეენ.
დაშავეებულებს პირველადი დამხმარება ლანჩხუთის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, თუმცა სამი წლის ბავშვი, მდგომარეობის გართულების გამო, კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ბავშვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს მიღებული.
რა გახდა აავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.