აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარა სურმანიძე ქობულეთის მუნიცილიტეტის სოფელ ლეღვაში მეციტრუსე ფერმერების სწავლება- კონსულტირების პროცესს დაესწო.
როგორც ცნობილია, რეგიონის მეციტრუსე ფერმერთა გადამზადება - სწავლება-კონსულტირების მე-3 ეტაპი უკვე დასრულდა. მეციტრუსე ფერმერებმა თეორიულ ტრენინგების გარდა, პრაქტიკული სწავლებაც გაიარეს. პროექტის ფარგლებში 600-მდე ფერმერს დაურიგდა ზურგსაკიდი შემასხურებელი აპარატი, სპეციალური ლიტერატურა და ქიმიურ პრეპარატებთან მუშაობის დროს დამცავი საშუალებები.
ფერმერთა გადამზადება USAID-ის "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" (EPI-ის) პროგრამით ხორციელდება, რომლის ფარგლებში წელს 800-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა.
,,მეციტრუსე ფერმერები ეცნობიან კონკრეტულად იმ დაავადებებს და ღონისძიებებს რომლებიც უნდა ჩაატარონ თავიანთ ბაღებში, შესაბამისად იმ პრეპარატების დასახელებით რომელიც იმ ეფექტს მოგვცემს რომ დაავადებები ლიკვიდრებული იქნება და მოსავალი ხარისხიანი''- განაცხადა მინისტრმა.