პაკისტანის ხელისუფლების მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ბოევიკების სატრანსპორტო საშუალებებისთვის მიყენებული სარაკეტო ავიადარტყმების შედეგად.
სამხედრო უწყების ინფოორმაციით, ჩრდილოეთ ვაზირისტანში ავიადარტყმა ორი სატრანსპორტო საშუალების მისამართით განხორციელდა.
გუშინ იმავე რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ექვსი ბოევიკი ლიკვიდაცია განხორციელდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ეს რაიონი ავღანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ბოევიკების თავშესაფარად არის ქცეული.
ოფიციალურმა ისლამაბადმა არაერთხელ გააკრიტიკა ვაშინგტონი მის ტერიტორიაზე განხორციელებული ავაიდარტყმების გამო.