ე.წ. ღორის გრიპის - A/H1N1 ვირუსის დიაგნოზით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში 1 თვის ჩვილი მოათავსეს.
ბავშვი თბილისში თერჯოლიდან, წუხელ ღამით, რეანომობილით გადმოიყვანეს.
ჩვილს მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნება.
მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.