ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ბასილიასთან ერთად ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავტოსერვისის თანამშრომლებს მოქალაქეების მომსახურებაში მიეხმარა.
თარგამაძემ ჩუღურეთელებს პარტიის მაჯორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია წარუდგინა. მოძრაობის ლიდერები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს და მათ პარტიის წიანსაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. თარგამაძის განცხადებით, ქრისტიან-დემორკატების მთავარ პრიორიტეტს კომუნალური გადასახადების შემცირება წამროადგენს.
ქრისტიან-დემოკრატები პირობას დებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო თელასსა და ენერგოპრო ჯორჯიას გამოისყიდის, რის შემდეგაც, ელექტროენერგიაზე ფასი დაიკლებს, ასევე მოხდება დასუფთავების გადასახადის გონივრული კალკულაცია.
"საქართველოში მცირე ბიზნესს, განსაკუთრებით სამრეცხაოებს, ძალიან უჭირთ იმ მაღალი კომუნალური გადასახადების გადახა, რომელიც დაწესებულია ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე. დღეს თბილისის მასშტაბით მათთვის წყლის გადასახადი ერთ კუბურ მეტრზე ოთხჯერ არის გაზრდილი. ბოლო ხანებში ანალოგიური მძიმე ვითარებაა ქუთაისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში", - განაცხადა თარგამაძემ