რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შეფასება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. მის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 48% აფასებს, 25% კი მკვეთრად უარყოფითად.
ლევადა ცენტრის მონაცემებით, ჯერ კიდევ მაისში პუტინს მხარდაჭერას გამოკითხულთა 60% უცხადებდა, 21% კი უარყოფითად იყო განწყობილი.
სოციოლოგები ნდობის კატასტროფულ ვარდნაზე საუბრობენ, რადგან წინა ორი საპრეზიდენტო ვადისას მისი ნდობის კოეფიციენტი საშუალოდ 65% იყო. უკმაყოფილოთა რაოდენობის მაჩვენებელი კი საშუალოდ 13%-16%.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასული საპრეზიდენტო ვადისას პუტინს 2005 წელს დაუფიქსირდა - 55%.
საზოგადეოებრივი აზრის ფონდის გამოკითხვებში მდგომარეობა უფრო უარესადაა. რუსეთის პრეზიდენტს მხარდაჭერას მხოლოდ 45% უცხადებს. 27% აცხადებს, რომ ნაწილობრივ ენდობა ქვეყნის ხელისუფალს, ხოლო 23% მას არ ენდობა. ასეთივე ნდობის კოეფიციენტი ქონდა პუტინს 2011 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მინდინარე აქციების დროს.
ექსპერტების განცხადებით, ნდობის ადრინდელი მაჩვენებელის აღდგენა პუტინისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები