პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ახალციხეში ციხე-ქალაქ რაბათის რეაბილიტაციაში მონაწილე სხვადასხვა ხელობის მქონე პირები და რიგითი მუშები, სულ 40 ადამიანი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არქიტექტორ შალვა მელიქიძეს, რომელიც წარმოშობით ახალციხიდან არის.
სიტყვით გამოსვლის დროს, ვანო მერაბიშვილმა მწუხარებით აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მუშა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა მის ოჯახს აღნიშნული დანაკარგი შეუმსუბუქოს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ სამუშაოებში.