Facebook-ის შემქმნელის მარკ ცუკემბერგის ფინანსური მდგომარეობა, ერთ დღეში, 600 მლნ დოლარით შემცირდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც Facebook-ის აქციების ფასი რეცესიისკენ წავიდა და IPO-ს განხორციელების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე გაჩერდა.
Nasdaq-ის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებიდან, დაახლოებით ერთ საათაში Facebook -ის აქციების ღირებულება 7%-ით დაეცა და 19,69 დოლარი შეადგინა.