გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეყილება არ გააგრძელოს სირიაში საერთაშორისო დამკვირებლების მანდატი. ამჟამად მოქმედი მანდატის ვადა 19 აგვისტოს იწურება.
მისიის გაგრძელების პირობა იყო სირიის ხელისუფლების მიერ კონფლიქტში მძიმე შეიარაღების გამოუყენებლობა.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ჟან არნოს განცხადებით, ეს პირობა არ შესრულდა.
მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით სირიის დედაქალაქ დამასკოში რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლობა.