"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. როგორც ივანიშვილმა ზუგდიდში ალასანიას მაჟორიტარად წარდგენისას განაცხადა, ალასანიას კარგი ბიოგრაფია აქვს.
"მამასთან ერთად თავადაც იბრძოდა აფხაზეთის ომში და კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, კოალიციის მიერ განხორციელებული კარდაკარისას გამოჩნდა, რომ სამეგრელოში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
ივანიშვილმა პირობა მისცა ზუგდიდელებს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.