გამოკითუხლი მოსახლეობის 28,2 პროცენტმა კორუფციის ხელშემწყობად პოლიტიკოსები დაასახელა. 27,5 პროცენტმა საჯარო მოხელეები, 11,4 პროცენტმა მოქალაქეები, 8,8 ბიზნესმენები, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 24,4 პროცენტმა კითხვას პასუხი არ გასცა.
გამოკითხული მოსახლეობის 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორიფციის დონე საქართველოში 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. 14 ოპროცენტის აზრით, გაზრდილი, 11 პროცენტის მიიჩნევს, რომ საგრძნობლად შემცირებულია. 4 პროცენტის აზრით, გაცილებით გაზრდილი, ხოლო 13 პროცენტს მიაჩნია, რომ კორუფციის დონე წინა 10 წლის მაჩვენებელთან შედარებით იგივეა და არ შეცვლილა. გამოკითხული მოსახლეობის 10 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ გასცა.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდასაჭერად ევროპის საბჭომ საქართველოში კორუფციის აღქმის შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. მთლიანობაში გამოიკითხა ათასი რესპოდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით და 800 სახემწიფო მოხელე.