პოლიტიკური პარტიების მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიებს ინფორმაციის მისაღებად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების შესახებ.
"აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და საოლქო საარჩევნო კომისიას. მისი გაცემა ეკრძალება შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე. მოთხოვნის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია გასცეს სია, სადაც მოცემულია წევრობის კანდიდატთა მხოლოდ სახელი და გვარი.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი არჩევნებამდე 46-ე დღეს ანუ 16 აგვისტოს დასრულდება"- ნათქვამია განცხადებაში.