ხვალიდან, 1-ლი თებერვლიდან, თბილისსა და ერევანს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდება.
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფრენების შეწყვეტა დროებით ხასიათს ატარებს და ის ზამთრის სეზონის გამო მგზავრთა ნაკლებობას უკავშირდება.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლა ზაფხულის დადგომისთანავე აღდგება. როგორც ცნობილია, ზაფხულის სეზონზე საქართველოს საკურორტო ქალაქებს დიდი რაოდენობით სომეხი დამსვენებელი სტუმრობს.