თელავში, „ნაციონალური მოძრაობის" და კოალიცია „ქართული ოცნების" ახალგაზრდა აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები „ქართული ოცნების" აქტივისტებს გზაზე დახვდნენ, რუსეთის აგენტები უწოდეს და რუსული ფული მიაყარეს.
„საქართველო რა დროში გინდათ რომ დააბრუნოთ მაგაზე ილაპარაკეთ. ფულზე ყიდით ყველაფერს, სირცხვილია. „ქართული ოცნება" არის რუსული ფული. იმიტომ, აძლევდა ყველას ფულს, რომ ეყიდა ხალხი რუსული ფულით", - ყვიროდნენ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები.
„თქვენი აზრი ხომ გაქვთ ბიჭებო, გაგიმარჯოთ თქვენს აზრში, ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს. ჩვენ შეურაცხყოფას არ გაყენებთ და ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას", - პასუხობდნენ „ქართული ოცნების" აქტივისტები.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა. პოლიციის თანამშრომლებმა დაპირისპირებული ახალგაზრდები გააშველეს.