ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე 6 პირი დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, მათ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩნდათ.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მიერ, სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 893-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რის შედეგადაც ისინი დაჯარიმდნენ 200 ლარის ოდენობით", - განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის თანხლებით გადაადგილება იკრძალება.