შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ZENNE YAREN EKSHI და GEREN YILMAZ დააკავეს, რომლებმაც სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.
მასალის გამოყენების პირობები