ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ თბილისის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. უკვე ცნობილია, რომ
ვაკეში კენჭს იყრის მოჭადრაკე ნინო გურიელი , ჩუღურეთში - კახა ბასილია, კრწანისში - ზაზა გაბუნია, ისანში - ლევან ვეფხვაძე, გლდანში - ინგა გრიგოლია, ნაძალადევში - ჯაბა სამუშია, სამგორში - მაგდა ანიკაშვილი, ხოლო მთაწმინდაზე - ფერია ანთია.
რაც შეეხება საბურთალოსა და დიდუბეს, ამ რაიონებში მაჟორიტარებს ქდმ მოგვიანებით დაასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები