პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მთავრობის წევრები გურიის რეგიონში იმყოფებიან, სადაც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათ პრობლემებს და გააცნობენ ახალ ოთხწლიან სამთავრობო გეგმას „მეტი სარგებელი ხალხს".
ვიზიტის ფარგლებში ვანო მერაბიშვილმა გურიის რეგიონში, სოფელ მაკვანეთში საკონდიტრო ქარხანა „სანდომი" დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი საკონდიტროში მიმდინარე წარმოების პროცესს და საკონდიტროს სამომავლო განვითარების გეგმებს გაეცნო. ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი ტიპის მცირე საწარმოების მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისა და უმუშევრობის დაძლევის კუთხით.
საკონდიტრო „სანდომში" 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმო 40 სხვადასხვა სახის ტკბილეულს აწარმოებს და სამომავლოდ კიდევ 40 სახის საკონდიტრო ნაწარმის გამოშვებას გეგმავს, რაც გაზრდის წარმოებას და პარალელურად დასაქმებულთა რაოდენობას.
მასალის გამოყენების პირობები