ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 3 მილიონ 530 ათასი ლარით გაიზარდა.
აღნიშნული თანხა სპორტული კლუბების, ბათუმის დინამოს, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემებისა და წყლის სისტემების მოწესრიგებას მოხმარდება. ძველი ბათუმის უბნებში შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილი თანხა მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა.
აღნიშნული ფინანსებით თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების მოწესრიგება იგეგმება. პროექტისთვის გამოყოფილი თანხა ამჟამად 32 ათას 100 ათას ლარს შეადგენს. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძველი ბათუმის უბნებში წყლის მრიცხველები დამონტაჟდება.