20 წლის ამერიკელი ბიზნესმენი შეინ ბუტჩერი eBay-ზე თავის "ცხოვრებას" 3,5 მლნ დოლარად ყიდის.
ლოტი მოიცავს ვიდეოთამაშების მაღაზიათა ქსელს, სანაპიროზე ორ სახლს და რამდენიმე საკმაოდ ძვირადღირებულ ავტომობილს.
"ჩემი სახელია შეინი და მე აუქციონზე "ამერიკული ოცნება" გამოვიტანე"- დაწერა ბიზნესმენმა საკუთარი ლოტის აღწერილობაში.
შეინი და მისი ოჯახი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უნდათ განსხვავებული სამყარო იხილონ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მთელი თავისი ქონება გაყიდონ.
იმისათვის, რომ შეინის ოჯახი დარწმუნდეს, რომ სამომავლოდ მათ ბიზნეს საფრთხე არ დაემუქრება, შეინი მზადაა ახალ მფლობელთან ნახევარი წლის განმავლობაში კონსულტანტად იმუშაოს.