ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანია Boeing-მა სამგზავრო თვითმფრინავების ღირებულება გაზარდა. კომპანიამ სამგზავრო თვითმფრინავების ღირებულება 6 %-ით გააძვირა.
როგორც წესი, Boeing-ი და მისი კონკურენტი - ევროპული Airbus-ის ხომალდების ფასს წელიწადში ერთხელ წევენ, რასაც მასალისა და მუშახელის გაძვირებით ხსნიან. Airbus-მა საფასო პოლიტიკას უკვე გადახედა და ფასები წლის დასაწყისში, უფრო კონკრეტულად კი იანვარშივე 3,9 %-ით გაზარდა.